ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია იმედის ეთერში ღმერთს მადლობა გადაუხადა, რომ გიორგი გახარია გადადგა. მისი თქმით, ექსპრემიერმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობა იყო დაანონსებული და ის მოწოდების სიმაღლეზე უნდა ყოფილიყო.

"ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაც ისეთი მოხდა, გაუგონარი. მაგრამ რამაც ძალიან დამაფიქრა, გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე მისმა გასვლამ, რომ ამ კრიტიკულ მომენტში გადადგა ნაბიჯი, როდესაც, რეალურად, დაანონსებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობა და ამ მიმართულებას ავითარებდა ნაცმოძრაობა. ამ მომენტში, როდესაც პრემიერმინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და დაანახოს ყველას, რომ ქვეყანა არსებობს, სტრუქტურები არსებობს, მაშინ გადადგა. მადლობა ღმერთს, რომ გადადგა", — თქვა დეპუტატმა.

მისი თქმით, თუ მსჯელობა იქნება იმაზე, ვინ დაუდგა ხალხს გვერდით, აქ გიორგი გახარიას მინუსი აქვს, ხოლო ქართულ ოცნებას — უპირატესობა. მან ღმერთს მადლობა მეორეჯერაც გადაუხადა.

"ცუდად მოიქცა, არ შეიძლება. ოჯახები ინგრევა, მაგრამ არასწორად მოიქცა. კიდევ კარგი, რომ ეს რაღაც მომენტში თვითონ გადაწყვიტა, მადლობა ღმერთს, რომ ჩამოშორებოდა ამ პოლიტიკურ ძალას", — აცხადებს ვოლსკიც.

დეპუტატი გამოეხმაურა კოლეგა კახა კახიშვილის განცხადებასაც, რომელმაც თქვა, რომ ქართული ოცნებიდან გასვლის საფუძველი არ აქვს, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც არ ეთანხმება. გია ვოლსკის თქმით, არ მიაჩნია, რომ ამ განცხადებაში "დიდი ტრაგედიაა", მაგრამ პასუხი მედიით რომ გასცეს, ეს იქნება "ანომალიური".

გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა. მან ახსენა ისიც, რომ გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა.იმავე დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად, ქართულმა ოცნებამ ყოფილი პრემიერი და მოქმედი თავდაცვის მინისტრი ი რაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.