დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

5 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 576 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 584, ხოლო გარდაიცვალა — 29 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 28 539, ხოლო PCR-ით — 15 739.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,56%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 5,11%, ხოლო 7 დღის — 4,05%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 329 407-ს, გამოჯანმრთელდა — 307 918, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 4 426 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი — 868;
  • აჭარა — 92;
  • იმერეთი — 162;
  • ქვემო ქართლი — 71;
  • შიდა ქართლი — 51;
  • გურია — 35;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 130;
  • კახეთი — 77;
  • მცხეთა-მთიანეთი — 54;
  • სამცხე-ჯავახეთი — 15;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 037, საიდანაც 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 729 — კლინიკურ სასტუმროში, ხოლო 12 050 მკურნალობის კურსს სახლში გადის. მძიმე პაციენტია 912 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 60 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში — 26 274.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: