რუსეთის ფედერაციამ "არამეგობრული" ქვეყნების სია ოფიციალურად დაამტკიცა, სადაც მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩეხეთი მოხვდნენ.

23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, შეიქმნა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რუსეთის მიმართ "არამეგობრულ ქმედებებს" ახორციელებენ. ასეთი ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს რუსეთის მოქალაქეების სამსახურში აყვანა აეკრძალებათ.

პუტინმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩეხეთმა რუსი დიპლომატების გაძევება დაიწყო. ჩეხეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ 2014 წელს საბრძოლო მასალების საცავში აფეთქებასთან რუსეთის დაზვერვის კავშირი გამოიკვეთა.