ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, სირიიდან ისრაელის მიმართულებით 3 რაკეტა ისროლეს.

ადგილობრივი მედია The Times of Israel იტყობინება, რომ რაკეტები გოლანის მაღლობების ტერიტორიაზე დაეცა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

იერუსალიმსა და ღაზის სექტორში ვითარება რამდენიმე დღეა დაძაბულია. 10 მაისს დაჯგუფება ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. 11 მაისს ღაზის სექტორმა დაბომბა თელ-ავივიც.

სიტუაცია დაიძაბა ქალაქ ლოდშიც. მედიების ცნობით, გვიან ღამით პალესტინელი ახალგაზრდები ქუჩებში გამოვინენ — დაწვეს სინაგოგები, მაღაზიები და ათეულობით მანქანა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სიტუაციის განსამუხტად ქალაქში სასაზღვრო პოლიცია გაიგზავნა.

გაიგეთ მეტი: