მოძრაობა ხალხისთვის ლიდერის, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატობას განიხილავს. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში განაცხადა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მხარდამჭერებთან ერთად განიხილავს, რადგან მხარდაჭერის გარეშე ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს.

"რა თქმა უნდა, მერობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევითი თანამდებობა, ეს არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის თანამდებობის პირი საქართველოში. ჭორები დადის უკვე ჩემზე და რა თქმა უნდა, ამ საკითხს განვიხილავ. მერობის კანდიდატურა ჩემთვის არის საფიქრალი, განსახილველი მხარდამჭერებთან ერთად, რადგან თუ მხარდაჭერა და ზურგი არ გაქვს აზრი არ აქვს რაღაცაზე ფიქრს", — განაცხადა დოლიძემ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მისი მთავარი კონკურენტი ამ შემთხვევაში არა განათლება, ან თანამდებობისთვის მომზადება, არამედ ფულადი რესურსი იქნება.