აქცია-მსვლელობა სახელწოდებით თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა — პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ორგანიზებით 22 მაისს ჩაინიშნა. მსვლელობა 17:00 საათზე დინამო არენადან დედაენის ბაღამდე გაიმართება. აქციის ორგანიზატორები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ.

გადაადგილების შეზღუდვა, ანუ ე.წ. კომენდანტის საათი თითქმის 6 თვის წინ, უფრო ზუსტად კი 164 დღის წინ დაწესდა და 160 დღეა მოქმედებს. ეს ერთადერთი შეზღუდვაა, რომელიც მეორედ დაწესების შემდეგ, არც წინა და არც მოქმედ სამთავრობო გუნდს არ მოუხსნია და გამონაკლისის სახით, მხოლოდ 4 ღამით გაუქმებით შემოიფარგლა.

კომენდანტის საათი ვირუსის პირველი ტალღის დროსაც გვქონდა, როცა ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა, ის მხოლოდ 53 დღე გაგრძელდა. მაშინ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 31 მარტს დაიწყო და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდებოდა. 23 მაისს კი საგანგებო მდგომარების გაუქმებასთან ერთად, მოიხსნა.

. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, უმეტესად მათ ადგილზე არ აჯარიმებდნენ და საჯარიმო ქვითრების მხოლოდ მეორე დღეს მისდიოდათ. ისინი გადახდაზე უარს ამბობენ და ასაჩივრებენ.