პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატს, ყოფილი მინისტრს და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილს უფროსს, კახა კახიშვილს პარლამენტის ნაცვლად აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა ურჩევნია. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა.

"პოლიტიკა არის ძალიან ბინძური. შესაბამისად, პარლამენტში ყოფნა, რა თქმა უნდა, პატივია, მაგრამ მე ჩემს თავს ვხედავდი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სადაც 19 წლიდან ვმუშაობდი, ძირითადად. შესაბამისად, რომ გითხრათ, ვხედავდი იმ კუთხით, რომ ქართული ოცნებიდან წავიდე და პარლამენტში ვიყო, ასე არ მიფიქრია. მაგრამ რომ ვადარებ, რომელი სჯობდა, აღმასრულებელი ხელისუფლება სჯობდა ჩემთვის პირადად. არიან ადამიანები, რომლებიც არიან პოლიტიკოსები დაბადებით და მოსწონთ ეს პარლამენტი, მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი აღმასრულებელ ხელისუფლებაშია", — ამბობს კახიშვილი.

კახა კახიშვილი 2020 წლის ოქტომბრიდან მე-10 მოწვევის პარლამენტში ისნის მაჟორიტარი დეპუტატია. სხვადასხვა წლებში ის მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში იყო დასაქმებული. ის იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და პრემიერმინისტრის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.