მალე ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებლისა და სპანჯბობის გულშემატკივრებს საყვარელი ანიმაციური სერიალების შესახებ პოდკასტების მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ. ამ მიზნით Nickelodeon პლატფორმა iHeartRadio-სთან ითანამშრომლებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ მომავალ თვეებში სხვა ანიმაციური სერიალების პოდკასტებიც დაანონსდება.

ახალი პროექტის ფარგლებში ავატარის მიხედვით შექმნილი პოდკასტი, სახელად Avatar: Braving the Elements პირველი იქნება. 40 ეპიზოდისგან შემდგარი პოდკასტი 22 ივნისს გამოვა. წამყვანები დანტე ბასკო (ზუკო) და ჯანეტ ვარნი (ავატარი კორა) ყოველ კვირას ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებლის თითო ეპიზოდს ნახავენ და მნიშვნელოვან მომენტებსა და სცენებს განიხილავენ.

"წლების განმავლობაში ავატარი ჩემი კარიერის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა. ჯანეტთან ერთად აღნიშნული სამყაროს გამოკვლევის ფარგლებში უკან დაბრუნება და ჩვენი ისტორიების გადამეორება, პროექტის შესახებ მოგონებების გახსენება განსაკუთრებული შემთხვევაა. მოუთმენლად ველი გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენთან ერთად გაივლიან იმ დეტალების გამოვლენის გზას, რომლებიც, შესაძლოა, პირველ ჯერზე გამოგვრჩა", — ამბობს დანტე ბასკო.