10 თანამედროვე ტრენდი, რომელიც სინამდვილეში ტოქსიკურია
ყოველდღიური თემების ძალიან საინტერესო განხილვები Reddit-ისთვის უცხო სულაც არაა. ერთ-ერთი პოპულარული თემა საზოგადოებაში მიღებული თანამედროვე ტრენდები გახდა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებმა თანამედროვე საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ტოქსიკური ქცევები და ჩვევები დაასახელეს.
გთავაზობთ 10 თანამედროვე ტრენდს, რომელიც სინამდვილეში ტოქსიკურია:
1. სქესის გამხელის წვეულება
"განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანებს უარყოფითი რეაქცია აქვთ. წარმოიდგინე, რომ ბავშვი ხარ და აღნიშნულ ვიდეოს პოულობ, სადაც ერთ-ერთი მშობელი გაღიზიანებულია, რადგან შვილის სქესის გამო იმედგაცრუებულია", — jimjoe1.
2. ბავშვების სოციალური მედიის ვარსკვლავებად ძალით ქცევა
"შეგიძლია, შენი შვილებისა და მათი მეგობრების ფოტოები სხვებს გაუზიარო, მაგრამ მათთვის ძალით გადაღება და შენი ოჯახური ცხოვრების ფართო საზოგადოებისთვის მიყიდვა საზიზღრობაა", — Hermit_Krab.
3. ვარსკვლავებისა და მილიარდერების განდიდება
"ცნობილი ადამიანების განდიდება და გაღმერთება. მესმის, რომ შეიძლება ვიღაცის ფანი იყო, თუმცა მთელი ცხოვრების მათ გარშემო აშენება საჭირო არაა. სწორედ ასე მოიპოვებენ ძალაუფლებას ის ადამიანები, რომლებიც ამას არ იმსახურებენ, — A_Wild_Striker.
4. ადამიანები, რომლებიც სხვებს მხოლოდ კამერის წინ ეხმარებიან
"როდესაც ქველმოქმედებას ეწევიან, მაგალითად, საკვებს ყიდულობენ ან ფულს აძლევენ უსახლკარო ადამიანებს. დამერწმუნეთ, იმ ადამიანს საერთოდ არ უნდა თავისი სახის სოციალურ ქსელებში გამოჩენა მხოლოდ იმისთვის, რომ ქველმოქმედი ადამიანის სახელი მოიხვეჭოთ. რა თქმა უნდა, კეთილი საქმეები, გაჭირვებულების დახმარება კარგია, თუმცა აუცილებელი არაა, ეს ყველაფერი გადაიღოთ და მათი სახეები სოციალურ ქსელებში გამოფინოთ", — aeb630.
5. დეზინფორმაციის გავრცელება
"რამდენად სწრაფად ვრცელდება დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში. ეს საზოგადოებისთვის საკმაოდ სერიოზული საფრთხეა და ნამდვილად საშიშია", — bvsshevd.
6. ანტივაქსერობა
"როცა ვაქცინები პირველად აღმოაჩინეს ან განავითარეს, როგორც გინდათ, ისე თქვით, ეს მეცნიერულ გარდატეხად მიიჩნიეს. უდიდესი წარმატება იყო, კაცობრიობის ძალისა და გამჭრიახობის ნიშანი. მაგრამ ახლა უამრავი ადამიანისთვის მრავალწლიან კვლევებსა და მძიმე შრომის შედეგებთან შედარებით თავის უფრო ჭკვიანად მოჩვენება ტრენდულია. ტრენდულია ილუზია, რომ იუთუბზე 10 წუთში უფრო მეტი ისწავლე, ვიდრე იმ ადამიანმა, რომელმაც ცხოვრების წლები მიუძღვნა იმის შესწავლას, რასაც მისი წინამორბედები კიდევ წლების განმავლობაში სწავლობდნენ", — Gharrrrrr.
7. სილამაზის სტანდარტები
"ინსტაგრამზე კარდაშიანების სხეულის სტანდარტები. ასეთი სხეული მიუღწეველია ქირურგიის, ფულის, მწვრთნელების, მზარეულებისა და სხვათა გარეშე. ცელულიტი და თეძოებთან მოშვებული კანი ნამდვილია. ჯანსაღად იკვებე, ივარჯიშე და გაბედულად შეიყვარე შენი თავი", — Sydneyfire.
8. ინფლუენსერები
"ინფლუენსერები. ვერ ვიტან ამ ტერმინს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ პოპულარულია, სხვებზე აღმატებულობის შეგრძნებას უჩენს. ამასთან, დღეს რატომღაც ყველა ინფლუენსერია და ნორმალური ცხოვრება არც აქვთ", — theundeadworlock.
9. წარმოდგენა, რომ ჰობი აუცილებლად დამატებით შემოსავლის წყაროდ უნდა აქციო
"წარმოდგენა, რომ შენი თითოეული ჰობი შემოსავლის დამატებით წყაროდ უნდა აქციო. არავის აქვს უფლება, უბრალოდ ის ჰობი ჰქონდეს, რომელიც უყვარს. გაუმჯობესებისკენ უნდა ისწრაფვოდე, რათა მისი შემოსავლად ქცევა შეძლო", — snoort.
10. მუდმივად კავშირზე ყოფნის მოთხოვნა
"თანამედროვე ადამიანები (ჩემი ყოფილი პარტნიორების ჩათვლით) ხშირად ბრაზდებიან, რომ მათ შეტყობინებებს მაშინვე არ ვპასუხობ. 'რატომ მაიგნორებ?' არ გაიგნორებ, უბრალოდ ჩემს ტელეფონზე მიჯაჭვული არ ვარ. ხალხი ბრაზდება და წუწუნებს, რომ მათ მაშინვე არ ვპასუხობ, თუმცა ყველა რომ ერთ ოთახში დასვა, ტელეფონიდან ამოხედვაც არ შეუძლიათ იმისთვის, რომ რეალური საუბარი შედგეს", — Notthesharkfromjaws.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები