ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 15 მაისის აქციის გადადება მარცხის ოფიციალურად გამოფრმებაა.

"რაც შეეხება აქციას, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ მოუწევდათ 15 მაისის აქციის გადავადება და ეს რეალურად ასე მოხდა, მათ არავითარი რესურსი ხალხის მობილიზების არც მანამდე არ ჰქონდათ, არც ახლა არ აქვთ, აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ბრძოლაში, რომელსაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რომელსაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. გუშინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ იმის შესახებ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდებოდა, უკვე ოფიციალურად გაფორმდა საბოლოოდ მათი მარცხი", — განაცხადა კობახიძემ.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით 15 მაისს დაანონსებული აქციის გამართვის მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.