მკვლევრებმა 40 წლიანი პრობლემა გადაჭრეს. გარღვევა ეხება ელემენტებს, რომლემბაც, შესაძლოა სრულად შეცვალონ ელექტრომობილების ინდუსტრია.

გარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ მკვლევრებმა შექმნეს ახალი ტიპის ლითიუმ-მეტალური ელემენტი.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ინჟინერიიის სკოლის გუნდმა შექმნა ახალი ტიპის, ლითიუმ-მეტალური ელემენტი, რომელიც ბევრად უფრო მეტ ენერგიას შეინახავს და გაცილებით უფრო სწრაფად დაიტენება, ვიდრე ლითიუმ-იონური ტიპის ელემენტები, რომლებიც ახლა გამოიყენება სმარტფონებსა თუ ელექტრომობილებში.

"ლითიუმ-მეტალური ელემენტები ინდუსტრიის წმინდა გრაალია, რადგან მათ აქვთ ბევრად დიდი ტევადობა და ის იქნება გარღვევა ინდუსტრიაში", — განაცხადა ქსინ ლიმ, SEAS-ს ასოცირებულმა პროფესორმა

დღემდე, მეცნიერებს არ შეეძლოთ შეექმნათ სტაბილური ლითიუმ-მეტალური ელემენტი, რომელიც კომერციული გამოყენებისთვის იქნებოდა მზად. ახალი თაობის ელემენტებს მინიმუმ 10 000-ჯერ შეეძლებათ დატენვა და დაჯდომა, რაც თავისხმრივ გაზრდის ელექტრომობილების სიცოცხლისუნარიანობასა და შეამცირებს მათი დატენვის დროს. იგივე ეხება ყველა სხვა მოწყობილობას, რომელიც ამჟამად ლითიუმ-იონურ ელემენტს იყენებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.