იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის №204 ბრძანებულებით,
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, 4 მარტს ადეიშვილმა სააგენტოს განცხადებით მიმართა და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.