ამერიკული ანალიტიკური და საკონსულტაციო კომპანია Gallup-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში თანამშრომლების 70% საკუთარი სამსახურით უკმაყოფილოა, მათგან 20%-ს კი — აქტიურად სძულს, რაც კომპანიასა ან უფროსზე ცუდის ლაპარაკით გამოიხატება. ამას თუ მოცემულობად მივიღებთ, დავინახავთ, რომ ყველა ორგანიზაციაში "ოქროს საბადო" იმალება, ხოლო თუ ამ საგანძურის გამოღვიძებას ვისწავლით, დაუჯერებელ შედეგებს მივაღწევთ. ზუსტად ეს არის ლიდერობის როლი. ეს შეუძლიათ ისწავლონ ქართველმა ლიდერებმა Leo Institute-ის ერთ წლიანი პროგრამით, რომელიც უკვე საქართველოშია.

New Leader Academy არის ერთწლიანი პროგრამა მენეჯმენტის ჯგუფებისა და ლიდერებისთვის, რომლებსაც სურთ, ისწავლონ, როგორ ააშენონ კულტურა, სადაც თანამშრომლები პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას მოახერხებენ. სიხარულით გაიღვიძებენ დილით, სამსახურში იგრძნობენ, რომ მისი სჯერათ ენდობიან, აფასებენ და საღამოს სახლში კმაყოფილების შეგრძნებით დაბრუნდებიან, რადგან იციან, რომ წვლილი შეიტანეს რაღაც დიდ და მათთვის ძვირფას საქმეში.

ეს არის ერთწლიანი პროგრამა, რომლითაც NASA, Shell, VISA, Boeing, Moleskin და სხვა მსგავსი კომპანიების ტოპ მენეჯმენტი თვითგანვითარებაზე მუშაობს და რომელზეც Simon Sinek წერს თავის ბოლო წიგნში — The Infinite Game. მისი თქმით, ეს არის მეთოდოლოგია, რომლითაც გუნდში ნდობის და გულწრფელი მხარდაჭერის კულტურის შენება შეიძლება.

ლეო მეთოდოლოგია აღიარებულია მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლებში, როგორებიცაა Harvard და MIT.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლეო ინსტიტუტმა არაერთი კვლევა ჩაატარა და იმუშავა, რომ პროგრამა ქართული კულტურისა და ქართველი ბიზნეს ლიდერების საჭიროებებისთვის მოერგო. საქართველოში პროექტის პარტნიორია თბილისის ღია უნივერსიტეტი.

პროგრამაზე რეგისტრაცია 2021 წლის ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი. უშუალოდ კურსი კი სექტემბერში დაიწყება. დეტალური და საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.newleader.academy.