სარაკეტო შეტევები ისრაელსა და ღაზის სექტორში მთელი ღამე გრძელდებოდა — გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი
ისრაელსა და ღაზის სექტორში სარაკეტო თავდასხმები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 109-მდე გაიზარდა, მათ შორის, 28 ბავშვი და 15 ქალია. ამასთან, დაშავებულია 621 ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებუთ კი, დაიღუპა 7 ისრაელის მოქალაქე, მათ შორის, 6 წლის ბავშვი. დაშავებულია 523 ადამიანი. უწყების ინფორმაციით, დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 1 750-მდე რაკეტა ისროლა. საპასუხოდ, ისრაელმა 650 რაკეტა გაუშვა ღაზის სექტორის მიმართულებით.
13 მაისის საღამოს შეტევებს ახორციელებდა ღაზის სექტორიც. კერძოდ, ისრაელის მედიის ცნობით, მათ რაკეტები გაუშვეს ისრაელის ცენტრისა და სახმრეთისკენ, მათ შორის, ბენ გურიონის აეროპორტის, შფელას რეგიონისა და თელ-ავივის მიმართულებით. რაკეტების სამიზნე იყო აშდოდი და აშკელონიც. თავდაცვის უწყების ცნობით, რაკეტების უმრავლესობას რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვის სისტემით ანეიტრალებდნენ.
საპასუხო დარტყმებს ახორციელებდა ისრაელიც. Times of Israel-ის ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორის მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე წუთში გაუშვა 150-ზე მეტი რაკეტა.
იერუსალიმსა და ღაზის სექტორში ვითარება რამდენიმე დღეა დაძაბულია. 10 მაისს დაჯგუფება ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. 11 მაისს ღაზის სექტორმა დაბომბა თელ-ავივიც.
სიტუაცია დაიძაბა ქალაქ ლოდშიც. მედიების ცნობით, გვიან ღამით პალესტინელი ახალგაზრდები ქუჩებში გამოვინენ — დაწვეს სინაგოგები, მაღაზიები და ათეულობით მანქანა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სიტუაციის განსამუხტად ქალაქში სასაზღვრო პოლიცია გაიგზავნა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები