ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანმა ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის ჩრდილოეთით, სანაპირობასთან ახლოს სამი რაკეტა გაუშვა.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაცვის ძალებმა ტვიტერზე დაწერეს. The Time of Israel წერს, რომ რაკეტები დასახლებული პუნქტებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, ამიტომაც სირენები არ ამოქმედებულა.

იერუსალიმსა და ღაზის სექტორში ვითარება რამდენიმე დღეა დაძაბულია. 10 მაისს დაჯგუფება ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. 11 მაისს ღაზის სექტორმა დაბომბა თელ-ავივიც.

სიტუაცია დაიძაბა ქალაქ ლოდშიც. მედიების ცნობით, გვიან ღამით პალესტინელი ახალგაზრდები ქუჩებში გამოვინენ — დაწვეს სინაგოგები, მაღაზიები და ათეულობით მანქანა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სიტუაციის განსამუხტად ქალაქში სასაზღვრო პოლიცია გაიგზავნა.

ისრაელის მხარის განცხადებით, 13 მაისს ღაზის სექტორიდან მათი მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა უკვე გასცა განკარგულება, რომ 9 000 რეზერვისტი გამოიძახონ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 7 000 რეზერვისტს იძახდნენ. ჰამასი აცხადებს, რომ ვითარების გამწვავების შემდეგ 103 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 27 ბავშვი, ხოლო 500-ზე მეტი პირი დაშავდა.

ამავე თემაზე: