17 წლის შემდეგ როსი, რეიჩელი, ჯოუი, მონიკა, ფიბი და ჩენდლერი კვლავ ერთად იკრიბებიან. ეპიზოდს, სახელად "The One Where They Get Back Together", მაყურებელი იმაზე მალე იხილავს, ვიდრე ელოდით. სპეციალური ეპიზოდის პრემიერა HBO MAX-ზე 27 მაისს შედგება.

ყველასთვის საყვარელი მეგობრები სრული შემადგენლობით იკრიბებიან. სპეციალურ ეპიზოდში ვიხილავთ დევიდ შვიმერს, მეთიუ ლებლანკს, ჯენიფერ ენისტონს, ლიზა კუდროუს, კორტნი კოქსსა და მეთიუ პერის. ამასთან ერთად, მოწვეულ სტუმრებად მაყურებელი იხილავს დევიდ ბეკჰემს, ლედი გაგას, BTS-ს, ჯასტინ ბიბერს, სინდი კროუფორდს, კარა დელევინს, კიტ ჰერინგტონს, მინდი კალინგს, რიზ უიზერსპუნს, მალალა იუსაფზაის და ა.შ.