ახალი ზელანდიის პარლამენტში დეპუტატმა ჰაკა შეასრულა და მას დარბაზი დაატოვებინეს
ახალი ზელანდიის პარლამენტში ჰაკას შესრულების შემდეგ მაორის პარტიის ლიდერს, რავირი ვაიტიტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა დეპუტატს დარბაზიდან გასვლა მოუწია.
თებერვალში მას დარბაზი იმის გამო დაატოვებინეს, რომ ჰალსტუხის ტარებაზე თქვა უარი. პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ ეს მოთხოვნა ახშობს მკვიდრი მოსახლეობის კულტურას და მოგვიანებით, პარლამენტმა ეს წესი გააუქმა.
რავირი ვაიტიტი სიტყვით მაშინ გამოვიდა, როცა 12 მაისს პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი კანონმდებლების კითხვას პასუხობდა. მაორის პარტიის დეპუტატმა ოპოზიციონერი კოლეგები რასისტულ პროპაგანდასა და რიტორიკაში დაადანაშაულა.
პარლამენტის სპიკერთან კამათის შემდეგ, რა დროსაც ვაიტიტის მიკროფონი გაუთიშეს, მან ჰაკას შესრულება დაიწყო. ამ დროს კი დეპუტატს დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.
CNN-ის ინფორმაციით, სხდომა იმ დროს შეწყდა, როცა მემარჯვენე პარტიის ლიდერი, ჯუდით კოლინსი მკვიდრი მოსახლეობის სუვერენიტეტთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს კითხვებს უსვამდა. კოლინსის პარტია კრიტიკულადაა განწყობილი არდერნის მთავრობის ახალი ინიციატივის მიმართ, რომელიც მაორი ხალხისთვის ჯანდაცვის სისტემაში უთანასწორობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში tangata whenua-ს მიმართ რასისტული პროპაგანდა და რიტორიკა იყო", — განაცხადა დეპუტატმა და მაორის ტერმინი გამოიყენა, რომელიც ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობის აღსანიშნავად გამოიყენება.
"ეს არამხოლოდ შეურაცხმყოფელია, არამედ რეპუტაციის შემლახავია საკანონმდებლო ორგანოსთვის", — თქვა ვაიტიტიმ, რაზეც სპიკერმა უპასუხა, რომ ყოველკვირეული დებატებისას არაფერი დარღვეულა.
"როდესაც საუბარია მკვიდრი მოსახლეობის უფლებების შესახებ შეხედულებებზე, ეს შეხედულებები უნდა მოდიოდეს მკვიდრი მოსახლეობის მხრიდან... ისინი ვერ განისაზღვრება იმ ხალხის მხრიდან, რომელიც მკვიდრ მოსახლეობას არ განეკუთვნება", — განაცხადა მან და გააკრიტიკა "მუდმივი შეურაცხყოფა".
გამოსვლის დროს ვაიტიტის მიკროფონი გაითიშა და სპიკერმა მას ადგილისკენ მიუთითა. საწინააღმდეგოდ, დეპუტატმა ჰაკას შესრულება დაიწყო. რის შემდეგაც სპიკერმა ვაიტიტის დარბაზი დაატოვებინა.
მაორი ახალი ზელანდიის მოსახლეობის 15 პროცენტს შეადგენს და მათ თავისი მიწების დიდი ნაწილი დიდი ბრიტანეთის კოლონიალიზაციის დროს დაკარგეს. ათასობით მკვიდრი მოსახლე სოციალური და სამოქალაქო უფლებებისთვის წლების განმავლობაში იბრძოდა და მთავრობას ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის გამო აკრიტიკებდა.
თებერვალში პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ მაორის ისტორიაზე ეროვნული პროგრამა შეიქმნებოდა. გარდა ამისა, გასული წლის ნოემბერში მკვიდრი მოსახლე მინისტრად პირველად დაინიშნა — ნანაია მაჰუტამ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები