საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლა-არშესვლა ამ პრობლემაა უფროა, ვიდრე მთელი ოპოზიციის.

"შემოვა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში ეს უფრო მათი პრობლემაა, ვიდრე მთლიანად ოპოზიციის. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, არ მგონია, ამან ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანოს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ ბევრი არათანმიმდევრული ქმედება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამ თვეების განმავლობაში [...]

ოპოზიცია უკვე არის პარლამენტში და ვფიქრობ, რომ მათ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საპარლამენტო პროცესში დაბრუნდნენ. სწორედ ამას ითვალისწინებს მიშელის შეთანხმებაც", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.