უელსში ძალიან იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა, ლინის ნახევარკუნძულზე ერთ-ერთ ფერმაში სამთვალა ხბო დაიბადა. ადგილობრივი ფერმერი ჯეი ჯონსი ამბობს, რომ მას ასეთი რამ არასდროს უნახავს.

"წელიწადში 3 000 ხბოსთან მაქვს შეხება, მაგრამ ასეთი რაღაცა არასდროს მინახავს, ეს პირველი შემთხვევაა. თავიდან ვერც მივხვდით, რომ ეს მესამე თვალი იყო.", — თქვა გაოცებულმა ჯეიკ ჯონსმა.

თავის მხრივ, ვეტერინარმა ხბოს ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა და იკითხა, ვინმეს თუ უნახავს ასეთი ცხოველი.

"სამთვალა ხბო ძალიან იშვიათი შემთხვევაა. პირადად მე მასზე არაფერი ვიცოდი", — თქვა ვეტერინარმა მალან ჰიუგსმა.

აღსანიშნავია, რომ ხბო სავსებით ჯანმრთელია და როგორც ვეტერინარი ამბობს, ეს ანომალია ცხოველს სიცოცხლეში ხელს არ შეუშლის.