Deadline-ის ინფორმაციით, Fight Club-ის, Primal Fear-ისა და სხვა მრავალი ცნობილი ფილმის ვარსკვლავ ედვარდ ნორტონს რაიან ჯონსონის ფილმ Knives Out-ის მეორე ნაწილში ვიხილავთ. ედვარდ ნორტონი ფილმის პირველი ნაწილის ვარსკვლავს, დენიელ კრეიგს შეუერთდება. ახალ ფილმში მსახიობ დეივ ბაუტისტასაც ვიხილავთ.

ჯერჯერობით ფილმის მეორე ნაწილის შინაარსის შესახებ დეტალები ცნობილი არაა. მხოლოდ ის ვიცით, რომ მეორე ნაწილში დენიელ კრეიგის პერსონაჟი ახალი იდუმალებით მოცული საქმის გასახსნელად ბრუნდება.

Knives Out მაყურებლებმა 2019 წელს იხილეს. რაიან ჯონსონის თრილერი დეტექტივების მწერლის სიკვდილის გამოძიების ამბავს მოგვითხრობს, რომელშიც ეჭვმიტანილთა გრძელი სიის წინაშე აღმოჩენილი დეტექტივი ბლანკი სიმართლის დადგენას ცდილობს. ფილმი ვარსკვლავური შემადგენლობითაა გამორჩეულია. პირველ ნაწილში დენიელ კრეიგთან ერთად კრის ევანსს, ჯეიმი ლი კერტისს, დონ ჯონსონსა და ტონი კოლეტს იხილავთ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ფილმის სცენარისთვის რაიან ჯონსონმა ოსკარის ნომინაციაც მოიპოვა.