სერიალი This Is Us ტელეკომპანია NBC-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია. ემოციური ისტორიებით და ოჯახური ურთიერთობებით სავსე სერიალმა მაყურებლის გული მარტივად მოიგო.

თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი, განვითარება და დასასრული. როგორც ჩანს, This Is Us-ის დასასრული მეექვსე სეზონი იქნება.

ფოტო: NBC

NBC-ის ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ სხვადასხვა მაუწყებლობა სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არხი საბოლოო გადაწყვეტილებას მალე გაამჟღავნებს.

სერიალის გულშემატკივრებისთვის ეს სიახლე არ იქნება, რადგან მისი შემქმნელები მუდამ საუბრობდნენ იმაზე, რომ შოუს მეექვსე სეზონით დაასრულებდნენ. მათი თქმით, This Is Us-ის სტრუქტურა და ამბის გადმოცემის სტილი განსხვავებულია NBC-ის სხვა შოუებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში გრძელდება.

ფოტო: John Salangsang/REX/Shutterstock

"ჩვენ არასდროს გვსურდა 18-სეზონიანი სერიალის გადაღება. მე წინასწარ განსაზღვრული გეგმა მაქვს, რომელსაც მივყვები და უკვე ზუსტად ვიცი, რა მოხდება მომავალში", — განაცხადა სერიალის შემქმნელმა დენ ფოგელმანმა.

წელს NBC-ზე This Is Us-ის მეექვსე სეზონთან ერთად, მაყურებლისთვის საყვარელი სხვა სერიალებიც გავა, როგორიცაა Brooklyn 99, The Blacklist, Chicago Fire, Chicago Med, Chicago PD, Law & Order: SVU.

ფოტო: NBC

კომედიური ტელესერიალების მოყვარულებს არხი ახალ შოუებს სთავაზობს. ესენია: American Auto, Grand Crew და Ordinary Joe.

როგორც ჩანს, ტელეარხზე სერიალების ახალი ეტაპი იწყება, თუმცა საინტერესოა, რამდენად შეძლებენ ახალბედა შოუები This Is Us-ის წარმატების განმეორებას.