თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში M4 ტიპის იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება. მისი თქმით, დელტას ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სამხრეთ-აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან. მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ხელშეკრულების გაფორმება და 2022 წლიდან წარმოების დაწყება.

"ქართულ-ებრაული საწარმო დელტას ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება [პროგრამა], რომელიც M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს. [...]

თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება, როგორც საჰაერო უპილოტო საშუალებების შესაძენა, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შექმნა. კონკრეტულად, თავდაცვის ძალები 2030-ის მხარდასაჭერად, მიმდინარეობს ნატოს ქვეყნებთან მოლაპარაკებები ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით.

ამ მიმართულებით ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება", — განაცხადა მან.

გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მივიღებთ საჰაერო თავდაცვის რაფაელის მოდერნიზებულ სისტემას. ასევე, მისი თქმით, დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შესყიდვა, რითიც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება.

თავდაცვის მინისტრს დღეს, 13 მაისს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ.