არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილებოდა და მას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 2.

ქართული ოცნების დეპუტატმა და საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძე ოპოზიციას კომისიაში მონაწილეოისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მნიშნელოვანია დეტალურად გამოიძიონ ყველა დეტალი, რათა საზოგადოებამ იცოდეს "სიმართლე".

"თუ თქვენ 6 თვის განმავლობაში საზოგადოებას დღენიადაგ არწმუნებდით, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული, ჩვენ თავი ვალდებულად მიგვაჩნია, რომ დეტალურად გამოვიძიოთ ყველა გარემოება და ფაქტი, რომ საზოგადოებას ვუთხრათ იყო თუ არა დარვევბი, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდა საბოლოო შედეგზე. ამიტომ, იმისთვის, რომ თქვენი პოზიციები გაიმყაროთ, მობრძანდით, ჩაერთეთ ამ მუშაობაში და წარმაოდგინეთ თქვენი არგუმენტაცია", — თქვა მან.

პლენარულ სხდომამდე კომისიის მუშაობის გახანგრძლივების საკითხი თავად კომისიის წევრებმა — ალუდა ღუდუშაურმა, გივი მიქანაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა განიხილეს. სწორედ დღეს ჩატარდა კომისიის პირველი სხდომა, სადაც თავმჯდომარესთან ერთად კომისიის მდივანი აირჩიეს. ოპოზიციის კვოტით ეს პოსტი ევროპელი სოციალისტების წევრმა, დავით ზილფიმიანმა დაიკავა.

31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოპოზიციამ შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა და საპარლამენტო მანდატზეც უარი განაცხადა.