ვენეცია ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში მდებარეობს და ის წყლის არხებით გამოყოფილ და პატარა ხიდებით დაკავშირებულ 118 კუნძულს მოიცავს.

ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ამ ადგილს მისი სილამაზისა და შთამბეჭდავი არქიტექტურის გამო ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.

ფოტოგრაფ ენდრიუ ვენგალის 2017 წლის ნამუშევრები ვენეციაში მოგზაურობასა და ამ ქუჩების საკუთარი თვალით ნახვას მოგანდომებთ.

ფოტო: Andrius Vengalis