UploadVR-მა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია Sony-ს მომავალი ვირტუალური რეალობის სათვალის შესახებ. როგორც ირკვევა, ახალ VR სათვალეს 4K გარჩევადობა, თვალების მდებარეობის კონტროლის რეჟიმი და ვიბრაციის ახალი ძრავები ექნება.

UploadVR-ის თქმით, ახალი სათვალის გარჩევადობა 4000 x 2040-ზე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო თვალი 2000 x 2040 პიქსელს მიიღებს. PlayStation VR-ის პირველი ვერსიის გარჩევადობა თითო თვალზე 960 x 1080 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ მოდელში ორჯერ უკეთესი გამოსახულება იქნება. Oculus Quest 2-ის გარჩევადობა 1832 x 1920 გახლავთ, რაც ასევე უფრო დაბალია, ვიდრე სონის მომავალი სათვალის.

აღსანიშნია, რომ Quest 2-სგან განსხვავებით Sony-ს ვირტუალურ სათვალეს PS5-თან დაკავშირება USB Type C-თაც შეეძლება.

Upload VR-ს კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია აქვს. ახალ სათვალეს თვალების ადგილმდებარეობის დადგენა შეეძლება, რის მიხედვითაც სიღრმის ეფექტს შექმნის. გამოსახულება მკვეთრად ზუსტად იქ გამოჩნდება საითაც თქვენ მზერას მიმართავთ. პერიფერიული ხედვის არეალში კი გამოსახულების გაფართოება დაეცემა.

თუ Upload VR-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამართლდება, ეს Sony-ს მიერ საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და PS5-ს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.