დედები ხშირად მთელი ცხოვრება გვარიგებენ ჭკუას, თუმცა, ეს როლები იცვლება, როცა საქმე ტექნოლოგიებს ეხება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენ, ყველანი, ინფორმატიკის მასწავლებლები ვხდებით, როცა დედისა და ტექნოლოგიის რომელიმე სახეობის გზები იკვეთება. ამ გამოწვევის წინაშე კი არა მხოლოდ მილენიალები, არამედ Gen Z თაობაც დგას, რადგან, ვაღიაროთ, ტექნოლოგიები მაინც ყოვლისმცოდნე ჯენზის ძლიერი მხარეა.

თუმცა, ამ სტატიაში წარმოდგენილი გულუბრყვილო სიტუაციები მაინც ბევრისთვის იქნება ნაცნობი; თანაც, იმდენად, რომ სიცილთან ერთად ცრემლიც კი შეიძლება მოგგვაროთ თვალზე.

1. "ჩვენს დროს სად იყო 'დაზუმვა'?!"

ფოტო: u/bananamanuels / Reddit

ყველაფერი ძველი, კარგად დავიწყებული, ახალია.

2. "როგორ ფოტოებს ვუღებ დედაჩემს და როგორ ფოტოებს მიღებს ის"

ფოტო: u/katieslabyrinth / Reddit

3. "დედაჩემმა ინტერნეტში რეცეპტი ნახა და მისი 'დასქრინვა' სცადა"

ფოტო: u/rottnzonie / Reddit

4. "რატომ ჭედავს ეს ინტერნეტი, ტელეფონი მომეცი, უნდა დავრეკო ერთი!"

ფოტო: u/papablessdotorg / Reddit

კი, ცხადია, ყველა ფანჯარა სჭირდებათ.

5. რა თქმა უნდა, არც "კონტაქტების" აპლიკაციას ენდობიან

ფოტო: u/jesshanebury / Reddit

ისე, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო... არც ეჭვი...

6. და გამოწერილი აქვთ ყველა სიახლე, რაც კი ინტერნეტში არსებობს, ოდესმე არსებულა ან იარსებებს

ფოტო: u/catsoverhumand / Reddit

ან კი, რად უნდათ, თუკი მაინც არასდროს ხსნიან მეილს?

7. სხვა თუ არაფერი, ყველაფერი დალაგებული და ფოლდერებში განაწილებული აქვთ

ფოტო: u/Saucebergenstein / Reddit

არც იმაში გვეპარება ეჭვი, რომ სასურველი ფაილის ადგილმდებარეობა ზუსტად იციან და საჭიროების შემთხვევაში წამის მეასედში იპოვიან.

8. აი, ტელეფონი კი ამდენს ვერ აიტანს

ფოტო: u/LunaVerda / Reddit

ერთი "ტაბიც" და გავდივართ!

9. "სატენი გაფუჭებულა, საყიდელი გვაქვს"

ფოტო: u/Yeetus-Rice / Reddit

ამ ყურსასმენებს რაღა დაემართა?

10. რატომ უნდა გადააგდო ძველი ტელეფონის დამცავი?!

ფოტო: r/mildlyinfuriating / Reddit

ხმარებაში გაიწევს.

ბონუსი: დიდი ამბავი, ერთი-ორი ნაკაწრია, ვერ გაკეთდება?

ფოტო: u/McKinkles / Reddit