ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაჯგუფება ჰამასს ისეთ "დარტყმებს მიაყენებნ, რომ არც კი დაესიზმრებათ". ინფორმაციას ამის შესახებ Times of Israel ავრცელებს.

"ჩვენ გავანეიტრალეთ ჰამას მეთაურები და ეს მხოლოდ დასაწყისია, ისეთ დარტყმას მივაყენებთ, რომ არც კი დაესიმზრებათ", — თქვა მან.

ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 35 პალესტინელი გარდაიცვალა, მათ შორის, 12 ბავშვი, დაშავდა — 233. ისრაელში სულ დაღუპულია 5 ადამიანი, რომელთაგან 3 ქალი და 2 ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ AP News ავრცელებს.

გარდა ამისა, Times of Israel-ის ცნობით, სულ ღაზის სექტორმა ისრაელის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რაკეტა ისროლა, ხოლო ისრაელმა საპასუხოდ 500-მდე ობიექტს დაარტყა.

10 მაისს იერუსალიმში დაპირისპირება გამწვავდა. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. 11 მაისს ღაზის სექტორმა დაბომბა თელ-ავივიც. სიტუაცია დაიძაბა ქალაქ ლოდშიც. მედიების ცნობით, გვიან ღამით დაიწვა სინაგოგები, მაღაზიები და ათეულობით მანქანა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სიტუაციის განსამუხტად ქალაქში სასაზღვრო პოლიცია გაიგზავნა.

ამავე თემაზე: