ქართველი ახალგაზრდა მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, რომელსაც რიდლი სკოტის ახალ ფილმში House of Gucci ვიხილავთ, გადასაღები მოედნიდან ადამ დრაივერთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.

ფოტო: Luca Chikovani

"ფილმის სცენაში მხოლოდ პატარა როლი შევასრულე, თუმცა რიდლი სკოტი რომ ერთი დღით შენი რეჟისორია, დაუჯერებელი გამოცდილებაა", — წერს ლუკა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ადამ დრაივერის გარდა, ლუკა ჩიქოვანი ფილმში ისეთ ვარსკვლავებთან ერთად გამოჩნდება, როგორებიც არიან ალ პაჩინო, ლედი გაგა, ჯარედ ლეტო და ა.შ.

მსახიობმა ფილმში მონაწილეობის შესახებ გულშემატკივრებს 10 მაისს ახარა და გადასაღები მოედნიდან ფოტოებიც გაავრცელა.

ფოტო: Luca Chikovani

ფოტო: Luca Chikovani

ფოტო: Luca Chikovani

House of Gucci-ს საყოველთაოდ აღიარებული ინგლისელი რეჟისორი რიდლი სკოტი იღებს და მისი სიუჟეტი ცნობილი მოდის სახლის მმართველი ოჯახის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, კრიმინალური და ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ მოგვითხრობს.

რიდლი სკოტის უახლესი კინოსურათი სარა გეი ფორდენის ნაწარმოებს — გუჩის სახლი: მკვლელობის, სიგიჟის, გლამურისა და სიხარბის სულისშემძვრელი ამბავი — ეფუძნება. ფილმის პრემიერა 2021 წლის 24 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ამავე თემაზე: