ქართველი ილუსტრატორებისთვის იუნესკოს პროექტის ფარგლებში კონკურსი დაიწყო
ქართველი ილუსტრატორების წახალისების მიზნით, თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება. მასში მონაწილეობა ქართველ ხელოვანებს შეეძლებათ.
ფესტივალი იუნესკოს პროექტის, თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, ფარგლებში იმართება.
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო ნამუშევრებს სპეციალური კომისია ირჩევს. მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები 4 ივნისამდე უნდა წარადგინონ.
შერჩეული ილუსტრაციები გამოიფინება თბილისში, 11-12 სექტემბერს, თანამედროვე ხელოვნების მულტიფუნქციურ სივრცეში, მაუდი. ასევე, დაიბეჭდება ბაზრობა-ფესტივალისთვის მომზადებულ ილუსტრაციების კრებულში.
მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა მედიაში მომუშავე ადგილობრივ ილუსტრატორებს, რომლებსაც სურთ გამოფინონ და გაყიდონ საკუთარი ნამუშევრები.
მონაწილეობის კრიტერიუმები:
- ილუსტრაცია უნდა გადმოსცემდეს ამბავს და იყოს თხრობითი;
- ილუსტრაცია გასაგებად უნდა აჩვენებდეს პერსონაჟ(ებ)ის ემოციას და ხასიათს.
თბილისის ილუსტრაციების ფესტივალზე გამომცემლებს, ილუსტრატორებს, წიგნისა და კითხვის მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თანამედროვე ქართველი ილუსტრატორების ახალ ნამუშევრებს, ამავე დროს შეიძინონ ლიმიტირებული თუ ხელმოწერილი გამოცემები, პრინტები, ორიგინალები და ილუსტრირებული სუვენირები.
ილუსტრატორებმა, რომლებსაც საკუთარი ნამუშევრების პოპულარიზაცია და ფესტივალში ჩართვა სურთ, შესაბამისი ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] უნდა გაგზავნონ. ორგანიზატორები შემდეგ ინფორმაციას ითხოვენ:
- სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი, ვებ-გვერდი/ფეისბუქ-გვერდი/ინსტაგრამ-გვერდი;
- მინიმუმ 5 (ხუთი) ილუსტრაცია, სათაურები, ზომები, მასალა;
-
ფაილის მინიმალური რეზოლუცია: 300 dpi;
-
ფაილის ტიპი: tiff;
- ნამუშევრებისა და შემოქმედებითი პრაქტიკის მცირე აღწერა (არაუმეტეს 100 სიტყვისა);
- ილუსტრაციების ბაზრობა-ფესტივალზე მონაწილეობის გეგმა (არაუმეტეს 100 სიტყვისა);
- ვებსივრცეში ატვირთული ფაილების ჩამოსაწერი ბმული (WeTransfer, Google Drive და ა.შ.)
ორგანიზატორების ინფორმაციით, ილუსტრაციების ფესტივალზე თითოეულ მხატვარს დაეთმობა კედლის, თაროებისა და მაგიდისგან შემდგარი კუთხე, რომლის ორგანიზების შესაძლებლობაც მხატვარს თავად ექნება.
სტენდზე შეიძლება გამოიფინოს ორიგინალები, ხელნაკეთი ან ბეჭდური წიგნები, მხატვრის სამახსოვრო წიგნი, პორტფოლიო, სავიზიტო ბარათები, ხელმოწერილი გამოცემები, ილუსტრირებული სუვენირები თუ სხვა მასალები.
სტენდზე წარმოსადგენი ყველა ტიპის მასალა (ნაბეჭდი ასლების ჩათვლით) ორგანიზატორებს თავად ილუსტრატორმა უნდა წარუდგინოს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდება საგანმანათლებლო ლექციები ქართველი და უცხოელი ხელოვანების მონაწილეობით.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები