10 მაისს იერუსალიმში დაპირისპირება გამწვავდა. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა.

შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში 35 პალესტინელი, მათ შორის, 12 ბავშვი გარდაიცვალა, დაშავდა 233 ადამიანი. ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტაკების შედეგად კი 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ქალი და ორი ბავშვი.

ამ სტატიაში გაჩვენებთ 22 ფოტოს, რომელიც ისრაელსა და ღაზას სექტორში დაბომბვების მძიმე შედეგებს ასახავს.

1. ისრაელის საჰაერო იერიში ქალაქ ღაზაზე

ფოტო: Hatem Moussa / AP

2. ისრაელის ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა "რკინის გუმბათი" ღაზის სექტორიდან გაშვებულ რაკეტებს ანადგურებს

ფოტო: Menahem Kahana / AFP via Getty Images

3. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჰანადის სამხედრო ბანაკი ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად კვამლის ტალღებმა მოიცვა

ფოტო: Mohammed Abed / AFP via Getty Images

4. სამედიცინო პერსონალი ქალსა და ძაღლს ევაკუაციაში ეხმარება მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხრეთით, აშკელონში, სავაჭრო კომპლექსს ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა დაეცა

ფოტო: Amir Cohen / Reuters

5. სამედიცინო პერსონალს ალ-შიფას ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოჰყავს დაშავებული ქალი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში რამდენიმე ადგილზე მიიტანა იერიში

ფოტო: Anadolu Agency / Anadolu Agency via Getty Images

6. პალესტინელი კაცი ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაბომბილ ადგილას

ფოტო: Sopa Images / SOPA Images/LightRocket via Getty Images

7. ისრაელის სამხრეთით, აშკელონში, ჰამასის მიერ დაბომბილ შენობასთან სამხედროები მუშაობენ

ფოტო: Nir Elias / Reuters

8. თელ-ავივთან ახლოს, ისრაელის უსაფრთხოების ძალები ჰამასის საჰაერო იერიშის შედეგად დამწვარ ავტომობილებთან დგანან

ფოტო: Ahmad Gharabli / AFP via Getty Images

9. ღაზის სექტორი ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად კვამლშია გახვეული

ფოტო: Anas Baba / AFP via Getty Images

10. ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაშავებულ გოგოსა და ქალს კაცი სასწრაფო დახმარების მანქანამდე მისვლაში ეხმარება

ფოტო: Adel Hana / AP

11. აშკელონში ისრაელელი მეხანძრეები თავს აფარებენ უსაფრთხო ადგილს, რადგან ღაზის სექტორიდან გამოშვებული რაკეტების შესახებ მიიღეს გაფრთხილება

ფოტო: Ariel Schalit / AP

12. ისრაელელი სამხედროები აშკელონში დაბომბილ სახლს ათვალიერებენ

ფოტო: Ariel Schalit / AP

13. აშკელონში ხალხი დაბომბილ ადგილებს სახლებიდან გადმოჰყურებს

ფოტო: Ariel Schalit / AP

14. მგლოვიარე ნათესავი ისრაელის რეიდების შედეგად დაღუპული პალესტინელი აჰმედ ალ-შენბარის ცხედართან

ფოტო: Sopa Images / SOPA Images/LightRocket via Getty Images

15. პალესტინელი ქალი დაკრძალვაზე

ფოტო: Sopa Images / SOPA Images/LightRocket via Getty Images

16. ჰამასის საკუთრებაში მყოფი შენობა ღაზის სექტორის ცენტრში, რომელიც ისრაელის საჰაერო შეტევების შედეგად დაინგრა

ფოტო: Khalil Hamra / AP

17. ისრაელელი მეხანძრეები ათვალიერებენ ავტობუსს, რომელსაც ჰამასის მიერ გაშვებული რაკეტა დაეცა და დაიწვა

ფოტო: Picture Alliance / dpa/picture alliance via Getty Images

18. ადამიანები ღაზის სექტორში, ალ-რიმალის უბანში, ისრაელის იერიშის შედეგად განადგურებულ შენობასთან (ჰანადის ბანაკის)

ფოტო: Anadolu Agency / Anadolu Agency via Getty Images

19. ღაზის სექტორიდან გაშვებულ რაკეტებს "რკინის გუმბათი" ანეიტრალებს

ფოტო: Mahmud Hams / AFP via Getty Images

20. ისრაელის სამხრეთით, ქალაქ აშდოდში სამხედროები ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტებით დაზიანებულ სახლში მუშაობენ

ფოტო: Avi Roccah / Reuters

21. პალესტინელები ათვალიერებენ დაბომბილ ადგილებს ქალაქ ღაზაში

ფოტო: Ibraheem Abu Mustafa / Reuters

22. პალესტინელი ქალი ჩვილთან ერთად ევაკუაციას ცდილობს

ფოტო: Mohammed Salem / Reuters