ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის დასაკითხად და ექსპერტიზაზე გასაგზავნი ნიმუშების ასაღებად მატროსოვის ციხეში პროკურატურის წარმომადგენლები 3 საათზე უნდა მისულიყვნენ, თუმცა საგამოძიებო პროცედურა 1 საათით გადაიდო.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პროკურატურის გამომძიებლები მამალაძეს ადვოკატების თანდასწრებით 4 საათზე ნახავენ.

მამალაძის ადვოკატების განცხადებით, დღეს დაკავებულის ხმის ნიმუშებს აიღებენ, თუმცა უცნობია, მოესწრება თუ არა დღის ბოლომდე ისევ მისი დაკითხვა.

ხმის ნიმუშის მიხედვით, ექსპერტიზა დაადგენს, რამდენად ნამდვილია ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც საქმის გარშემო პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენდა.