ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმის წარდგენილი პაკეტი, არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საბაბსაც კი არ დატოვებს.

"არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საფუძველი 2020 წელსაც არ არსებობდა, მაგრამ, რაც შეეხება საბაბს, ცვლილებები, ეს პაკეტი, რომელიც არის ახლა წარმოდგენილი, საბაბსაც კი აღარ დატოვებს საერთოდ არჩევნების გაყალბებაზე საუბრის", — განაცხადა კობახიძემ.

იგი განმარტავს, რა ცვლილებები იგეგმება საარჩევნო კოდექსში.

"იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციაში სამივე დონეზე, 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია იქნება თითო წევრით წარმოდგენილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, შემოგვაქვს გადათვლის მექანიზმი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უბნების მინიმუმ 10%-ის გადათვლის მექანიზმი, შესაბამისად, ამას ნულამდე დაჰყავს ყოველგვარი შანსიც კი, რაიმე სახის მანიპულაციის. აქედან გამომდინარე, არავითარი კითხვის ნიშნები აღარ რჩება იმ პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც არის წარდგენილი ჩვენი მხრიდან", — ამბობს კობახიძე.

10-11 მაისს მმართველი პარტია და ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორთან ერთად კაჭრეთში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს.

გაიგე მეტი: