ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, სასამართლო სხდომიდან მოსამართლემ იმ მიზეზით გამოაძევა, რომ უთხრა ჩინჩალაძე მოეკითხა.

"იმ მოსამართლემ რაზე გამომაგდო იცით პროცესიდან ბოლოს? მე ყოველთვის ვცდილობ, რომ მონა არასდროს არ ვუწოდო, რაღაც ევფემიზმი გამოვიყენო, მორჩილი დავუძახო. უბრალოდ, რომ არ დააკმაყოფილა ჩემი სამართლიანი, მე ვფიქრობ, შუამდგომლობა, უბრალოდ, ჩინჩალაძე მომიკითხე-მეთქი — ეს ვუთხარი. რა ვთქვი ახლა, რამე შეურაცხმყოფელი ვთქვი? ჩინჩალაძე მომიკითხე და გამომაძევა", — ამბობს მელია TV პირველის ეთერში.

ნიკა მელიამ რუსთავის #12 ციხე გუშინ, 10 მაისს დატოვა. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა.