სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის არ აპირებს, რომ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს.

"მე ვთქვი, რომ არ ვაპირებ კანდიდატურა დავაყენო, მაგალითად თბილისის მერობაზე და პირიქით, ვიმუშავო კარგი კანდიდატების გამარჯვებისთვის. ზოგიერთმა უკვე განაცხადა, რომ ფიქრობს ამაზე და ისეთ თეორიულ დაშვებებს ნუ გავაკეთებთ, რომლის პრაქტიკული რეალიზებაც უკვე აღარ არსებობს ან ძალიან მინიმალურია", — განაცხადა ვაშაძემ TV პირველის ეთერში.

შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ისინი კვლავ გაერთიანებული სახით უნდა წარდგნენ.