გერმანული შპიგელის, Villagevoice-ის, Theplaylist-ისა და The Hollywood Reporter-ის შემდეგ, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმზე საკუთარ მოსაზრებას Newdirectors-იც წერს, რომელიც 15-დან 26 მარტის ჩათვლით კინოფესტივალ New Directors/New Films-ს 46-ედ უმასპინძლებს.

ტრადიციულად, ფესტივალი ახალგაზრდა, წარმატებულ რეჟისორებს მოუყრის თავს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს, მათ შორის არიან ნანა და სიმონიც.

"ჩემი ბედნიერი ოჯახი არის კომიკური, მგრძნობიარე და მდიდარი სოციოლოგიური სურათი იმ ურიცხვი როლების შესახებ, რომელსაც ჩვენ ცხოვრებაში ვთამაშობთ და იმ მოვალეობებზე, რომელთა შესრულებასაც უსასრულოდ ვცდილობთ." - წერია ფილმის აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ ნანა ექვთიმიშვილის ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა იყიდა, ხოლო სანდენსის კინოფესტივალზე ის წლის აღმოჩენად დაასახელეს.