ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღება სჭირდება არა რომელიმე პოლიტიკოსს ან პარტიას, არამედ ქვეყანას.

"ამნისტია სჭირდება არა ნიკა მელიას, არა ნაციონალური მოძრაობას, არა ქართულ ოცნებას, ეს ამნისტია სჭირდება ჩვენ ქვეყანას, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს და სულისკვეთებას, რომელიც შეთანხმებაში არის, რომ ეს ფურცელი ჩვენი უახლოესი წარსულისა უნდა გადაიშალოს", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული — ერთი ოპოზიციის და ერთიც მმართველი პარტიის. რამდენიმე დღეში საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტების განხილვა დაიწყება.

გაიგე მეტი: