დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,4271 ლარი გახდა, რაც 0,97 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 0,66 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 4,1656 ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 15,05 თეთრით, ხოლო ევროსთან — 14,23 თეთრით არის გაუფასურებული.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს შვიდი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 22 აპრილს შედგა, სადაც ეროვნული ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაიყიდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 12 მაისს შევა ძალაში.