მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

"ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი", — ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, ღარიბაშვილთან ერთად, ერევანში ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მიემგზავრება.