ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აფრიკის დასახლებაში, რაზიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების ფარგლებში ახლით შეიცვალა 2 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი. სარეაბილიტაციო პროექტი ასევე მოიცავდა წყალარინების ქსელის განვითარებას — მომხმარებლებისთვის დამატებით მოეწყო 0,5 კმ-ზე მეტი სიგრძის ახალი ქსელი.

წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყო საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

რაზიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში 150-ზე მეტ ოჯახს გაუუმჯობესდა მომსახურების ხარისხი.

კომპანიამ აღნიშნულ პროექტში 600 000 ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს.