შუქრუთის სამმა მცხოვრებმა, მანგანეზისგან კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, პირი ამოიკერა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი მადნის მომპოვებელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან მიყენებული ზიანის გამო კომპენსაციას ითხოვენ.
"ამ დროისათვის სამ ადამიანს აქვს ამოკერილი პირი. ისევ გრძელდება სახლების დაბზარვა, არ ყოფილა ხელისუფლების ჩართულობა არაფერში, ამიტომ მივედით ამ გადაწყვეტილებამდე", — ამბობს ჯანო ლაბაძე On.ge-სთან.
მოსახლეობა ჩივის, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს. მათი თქმით, ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების გამო სოფელში 200-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული.
მადნის მომპოვებელი ამჟამინდელი კომპანია შუქრუთი +-სში განგვიცხადეს, რომ სოფელში საკომპენსაციო თანხების პრინციპი ჩამოყალიბებულია და კოლოსალური თანხების მოთხოვნას არ დათანხმდებიან. მათივე მტკიცებით, "სამართლიაონობისა და ობიექტურობის პრინციპია დაცულია". სრულად კომპენსაცია კი ამ დრომდე 15 ოჯახს აქვს მიღებული.
"სოფელში საკომპენსაციო თანხას ყველა მიიღებს. სამიდან ორი ადამიანი, რომელმაც პირი ამოიკერა, კომპენსაციის მიღებაზე უარს ამბობს, რადგან თანხა არ აკმაყოფილებთ, მესამეს კი 2018 წელს როგორც ეკომიგრანტის სტატუსის მქონეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ საცხოვრებელი სახლი ჭიათურაში შეუძინა.
გვიჩნდება განცდა, რომ რადიკალური ადამიანების უკან გარკვეული ჯგუფები დგანან, რომლებიც ამ სიტუაციას იყენებენ. სოფელი არის საკმაოდ დიდი, 280 ადამიანი ცხოვრობს და მარტო ეს 15 ადამიანი არ არის ამ სიტუაციაში გადამწყვეტი ბირთვი და ძალა", — ამბობს შუქრუთი+-ის დირექტორი, დავით სალაძე.
შუქრუთელებმა პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით 2019 წლის სექტემბერში დაიწყეს. პროტესტი გაგრძელდა ნოემბერშიც. მოსახლეობას მაშინ შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ.
ამის შემდეგ შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტი 2020 წლის თებერვალში განაახლა. მოთხოვნები ისევ იგივე იყო. ჯორჯიან მანგანეზის მფლობელობაში არსებული მაღაროების ფუნქციონირება მათ კვლავ შეაჩერეს.
შუქრუთელთა პროტესტს მაშინ გამოეხმაურა სახალხო დამცველი და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დაზარალებულთა საცხოვრისისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
ჯორჯიან მანგანეზი ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფდა.
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
კომენტარები