ხაზგასმით ვუხდი მადლობას კარლ ჰარცელს, ამას თავისი მიზეზები აქვს — მელია
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას განცხადებით, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი, მონდომება და ძალისხმევა მისი ციხიდან გათავისუფლების პროცესში ხაზგასასმელია.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც გულით გულშემატკივრობდა ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების ფარგლებში სტაბილურობას. მადლობას გადავუხდი და რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი, მონდომება და ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მე მას როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს. ამას აქვს თავისი მიზეზები რატომაც ამას ასე ხაზს ვუსვამ და მის პროფესიონალიზმსაც. ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო კარლ ჰარცელს. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს მას ამ მნიშვნელოვან პროცესში და მათ შორის მადლობას ვუხდი აშშ-ის ელჩს, თუმცა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო, სანამ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე ვსაუბრობ, ჟიგიმანტას პავილიონისს, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება", — განაცხადა მელიამ, რომელმაც ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ნიკა მელიამ რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება დღეს, 10 მაისს დატოვა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე დააკმაყოფილა.
პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს 9 მაისს მიმართა.
8 მაისს ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იგი ხელისუფლება გადასცა.
პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით, რათა მელიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. თავდაპირველად პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ თანხის ასახვას ელოდებოდნენ, რის შემდეგაც შესაბამის პროცედურებს დაიწყებდნენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტეს, რომ პროცედურების დასაწყებად თანხის ასახვა არაა საჭირო. მეტიც, საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, პროკურატურას აქამდეც შეეძლო ამ პოროცედურის დაწყება.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. მას ამ საქმისთვის შეფარდებული ჰქონდა გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება, რომელიც ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ ხელახალი გირაო მოითხოვა, თუმცა მელიამ გადახდაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ამავე საქმეზე გირაო ერთხელ უკვე გადახდილი აქვს. ენმ-ის ლიდერი აცხადებდა, რომ არ გადაიხდის და ვერ დაიჭერენ, თუმცა უწყებამ სასამართლოში მისი პატიმრობა მოითხოვა, რისთვისაც ნებართვა პარლამენტისგან სჭირდებოდა, რადგან, ბოიკოტის მიუხედავად, მელია დეპუტატია. ქართული ოცნების პარლამენტი პროკურატურას დაეთანხმა და ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა. 2020 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მელია ენმ-ის ოფისში მივიდა სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის გამო ენმ-ის ლიდერის დაკავება გადაიდო. თანამდებობის დატოვება გახარიამ სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. ახალი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნიდან რამდენიმე საათში კი, 23 თებერვალს, მელია დააკავეს, თან ისე, რომ სპეცრაზმი ენმ-ის ოფისში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან და ოთახში გამოიყენეს გაზიც.
ნიკა მელია ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება. მისი გათავისუფლება ევროკავშირის მედიატორობით გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები