სოციალური ქსელები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. სხვა ადამიანების ცხოვრებაზე ასეთი წვდომა არასდროს გვქონია.

უამრავი ჩვენგანი დილით გაღვიძებისას პირველად სწორედ ფეისბუქს ან ინსტაგრამს ხსნის. თუმცა ყოველთვის, როცა ვინმეს ფოტოებს ვათვალიერებთ, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ხშირად ის, რასაც სოციალურ ქსელში ვხედავთ, შეიძლება რეალობას არ შეესაბამებოდეს.

ფოტოშოპი, ინსტაგრამის ფილტრები, ხელოვნურად დაგეგმილი სიტუაციები — ეს ყველაფერი ჩვენში არასწორ წარმოდგენებს ქმნის.

ერთ-ერთმა ინსტაგრამ მომხმარებელმა სწორედ ასეთი მითების დამსხვრევა გადაწყვიტა და ძალიან სახალისო ფოტოებიც შემოგვთავაზა.

1. შემოდგომა

ინსტაგრამი — რეალობა

ფოტო: Instagra/ geraldinewest

ინსტაგრამისთვის შემოდგომა მხოლოდ ყვითელი ფოთლებია, ბევრი ჩვენგანისთვის კი ეს ის პერიოდია, როცა ალერგიები და გაციება შემოგვიტევს ხოლმე.

2. სამზარეულოში ფუსფუსი

ინსტაგრამი — რეალობა

ფოტო: Instagra/ geraldinewest

მე მგონი, ყველამ კარგად ვიცით, რომელ ფოტოს მივეკუთვნებით.

3. საყიდლებზე სიარული

ინსტაგრამი — რეალობა

ფოტო: Instagra/ geraldinewest

როდესაც სახლში მიდიხარ და ნატრობ: "ნეტა მესამე ხელიც მქონდეს".

4. მერე რა, რომ ზამთარია

ინსტაგრამი — რეალობა

ფოტო: Instagra/ geraldinewest

ინსტაგრამისთვის სიცივე და ცუდი ამინდი არ არსებობს.

5. ზღაპრული შვებულება

ინსტაგრამი — რეალობა

ფოტო: Instagra/ geraldinewest

ფოტოებში ზღვა უფრო ლურჯია და სანაპიროზე შენ გარდა არავინ არ არის.

6. როგორ მოვუაროთ თავს?

ინსტაგრამი — რეალობა

ფოტო: Instagra/ geraldinewest

პარასკევ საღამოს სტაფილოს არავინ არ ჭამს.

7. ჯერ არასდროს არ ყოფილა ვარჯიში ასეთი მარტივი

ინსტაგრამი — რეალობა

ფოტო: Instagra/ geraldinewest

ინსტაგრამზე სირბილის დროსაც კი არ ოფლიანდები.

8. დილა უნდა იყოს ასეთი

ინსტაგრამი — რეალობა

ფოტო: Instagra/ geraldinewest

სინამდვილეში კი სანამ ერთ ჭიქა ყავას არ დავლევთ, ინსტაგრამის გახსნის თავიც კი არ გვაქვს.

9. დამღლელი დღის შემდეგ კომფორტულად ძილი

ინსტაგრამი — რეალობა

ფოტო: Instagra/ geraldinewest

მოდით ყველამ ჩვენს გულში ჩავიხედოთ და ვაღიაროთ, სინამდვილეში როგორ გვძინავს.

10. პარკი გნებავთ?

ინსტაგრამი — რეალობა

ფოტო: Instagra/ geraldinewest

როცა გოგრის განყოფილებას საერთოდ ვერ პოულობ.

11. გემრიელი ვახშამი

ინსტაგრამი — რეალობა

ფოტო: Instagra/ geraldinewest

უკომენტაროდ.