მაღაზიაში ნაყიდი კვერცხიდან მომხმარებელმა იხვის ჭუკი გამოჩეკა
ინტერნეტში ნანახი რომ ყველაფერი არ დაიჯერება, ეს კარგად ვიცით, თუმცა, ცდას რა უდგას წინ? არც არაფერიო, იფიქრა ბრიტანელმა ადელ ფილიპსმა მას შემდეგ, რაც ტიკტოკზე ვიდეო ნახა, როგორ გამოჩეკა ვიღაცამ მაღაზიაში ნაყიდი კვერცხიდან იხვის ჭუკი. ადელმა მაშინვე ახლომდებარე მარკეტს მიაშურა და იხვის კვერცხების მთელი ყუთი იყიდა.
მომხმარებლის გასაკვირად, ექვსიდან ერთ-ერთი კვერცხი განაყოფიერებული აღმოჩნდა. 30-დღიანი მოვლის შემდეგ, კვერცხიდან პატარა იხვი გამოიჩეკა, რომელსაც ადელმა მორისი დაარქვა.
როგორც მორისის პატრონი იხსენებს, კვერცხების ყიდვის შემდეგ ისინი თბილ ადგილას მოათავსა, შემდეგ კი Amazon-დან პატარა ინკუბატორიც გამოიწერა. ადელის თქმით, იგი 10 დღის განმავლობაში ელოდა, რომელიმე კვერცხი თუ აღმოჩნდებოდა განაყოფიერებული, საბოლოოდ კი, ეჭვნარევი მოლოდინი გაუმართლდა.
27-ე დღეს იხვის ჭუკმა კვერცხის გატეხვა დაიწყო, 48 საათის შემდეგ კი იგი უკვე სამშვიდობოს იყო და ორივე ფეხით მყარად იდგა ნაჭუჭის ნატეხების გვერდით.
ფოტო: Adele Phillips / Facebook
ფოტო: Adele Phillips / Faceboo
მართალია, მორისი თავიდან ძალიან ბედნიერი ჩანდა, თუმცა, ფეისბუქჯგუფში ადელმა შეიტყო, რომ მას მეგობარი სჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მოიწყენდა და მარტოობას იგრძნობდა.
ამიტომ, იგი ზოომაღაზიაში წავიდა და მორისს მეგობარი, სახელად ბერილი მოუყვანა. როგორც მათი პატრონი ამბობს, თუმცაღა ბერილი სხვა ჯიშისაა და ცოტათი უფროსიც, წყვილი ახლა განუყრელია. მათ ცურვაც კი ერთად ისწავლეს.
სანამ პატარები არიან, ადელს ჭუკები სახლში ჰყავს, მოგვიანებით კი ეზოში პატარა გუბის გაკეთებას აპირებს, სადაც ისინი უსაფრთხოდ ითამაშებენ და გაერთობიან.
პატრონის თქმით, მათ სამეულს წინ ბევრი საინტერესო თავგადასავალი ელოდება.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
კომენტარები