Myparts ავტომობილის ნაწილის ძიებას კიდევ უფრო გაგიმარტივებს ავტონაწილების მოთხოვნის მოდულით, რომელიც პლატფორმას ახლახანს დაემატა. ამიერიდან, შეგიძლია მანქანის ნაწილი შეიძინო ონლაინ მაშინაც კი, როდესაც მისი სახელი არ იცი და მხოლოდ ფოტოსურათი გაქვს და მაშინაც, როდესაც მისი ზუსტი ტექნიკური მონაცემები არ გახსოვს. მეტიც, ახალი შესაძლებლობით მიიღებ შემოთავაზებებს და შეგეძლება შეადარო ფასი, იყიდი ეკონომიურად და ყოველთვის იპოვი ზუსტად საშენოს, კონკრეტულ მოდელზე მოდიფიკაციების და სხვაობების მიუხედავად.

ამავე მოდულის მეშვეობით უფრო მარტივად შეძლებ ავტონაწილების რეალიზაციასაც და გაყიდი ნივთს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ იცი რომელ კატეგორიაში დაამატო ის და დაზოგავ დროს ნაწილების ცალ-ცალკე დამატებაზე.

იმისთვის, რომ მოითხოვო ავტონაწილები, ეწვიე ბმულს და აირჩიე ტექნიკის ტიპი, მიუთითე შენთვის ცნობილი ინფორმაცია და აირჩიე ნაწილის კატეგორია. თუ ნაწილის შესახებ არ ფლობ საკმარის ინფორმაციას, როგორიც არის მისი ტექნიკური მახასიათებლები თუ მოდიფიკაცია, არც ეგ შეგაფერხებს. აქ შეგიძლია მოითხოვო ფოტოსურათის მეშვეობით, ან განცხადებას დაურთო აღწერა მინიმალური ინფორმაციით, რათა მიიღო შემოთავაზებები, შეადარო ფასი და იყიდო ეკონომიურად.

ხოლო თუ გსურს მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაყიდო ავტონაწილები ეწვიე ბმულს და შესთავაზე ზუსტად იმას ვისაც სურს.

Myparts-ის სტარტეგიული მიზანია შევქმნათ ეკოსისტემა, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს გაუმარტივებს, როგორც ავტონაწილების ონლაინ ყიდვა-გაყიდვას, ამასთან დაეხმარება ყიდვის პროცესში სწორი არჩევანის გაკეთებაში და როგორც დროის, ასევე ხარჯების დაზოგვაში.