საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ მაკედონიაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ
საქართველოს პრეიზენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ მაკედონიაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტს ხელი დღეს, 10 მაისს მოეწერა.
"შეთანხმება ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს", — აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრმა, ირენა სტეფოსკამ კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
"მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს პირდაპირი კონტაქტების დამყარების წახალისებას კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: ლიტერატურა და საგამომცემლო საქმიანობა, საბიბლიოთეკო საქმიანობა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა", — ნათქვამია ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური სირთულეები და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.
"ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესახებ.
სალომე ზურაბიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაზე, ადამიანთა გატაცებაზე, უკანონო პატიმრობასა და ზაზა გახელაძის შესახებ", — აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო 14 ივნისს დაგეგმილ NATO-ს სამიტს, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მიმართულებით ჩრდილოეთ მაკედონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე, რეგიონსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნეს, რომ დეესკალაციისთვის საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის, NATO-სა და ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობა არაკონფრონტაციული ფორმით.
ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 10 მაისს დაიწყო. ზურაბიშვილის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან:
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია სულავა;
- საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე;
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი;
- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი;
- საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში, თამარ ლილუაშვილი;
- პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი
- და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ბარათაშვილი.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები, ასევე, ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონი ვილა ვოდნოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
დაგეგმილია ასევე, შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე სპორტსმენებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები