ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებით, როცა ყოველდღიურად ადამიანების დაღუპვის შესახებ იგებ, ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის. ამის შესახებ მან კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ისაუბრა.

"როდესაც ყოველდღიურად, გათენებისთანავე, როცა განიცდი ადამიანის დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების, როდესაც შენ იცი რომ ისოტირულად ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, ვაქცინაცია, პანდემიის დამარცხების, როდესაც ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას უცნაური სიკვიდილისაგან, ზედმეტი ფიქრის დრო, თავისთავად აღარ არის და ეს ამითაც იყო გამოწვეული", — თქვა მან.

დღეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ს ძმისშვილმა Sinopharm-ის ვაქცინა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

პირველი მართლმადიდებელი სასულიერო პირი, რომელიც საჯაროდ აიცრა წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის დეკანოზი, გიორგი ჩაჩავა იყო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ამ ფაქტს სამოქალაქო პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითი უწოდა და სასულიერო პირს მადლობა გადაუხადა.

გაიგე მეტი: