საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მზად არის პროკურატურის ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს. ამ დროისთვის უცნობია, როდის დაკითხავენ თეთრუაშვილს პროკურატურაში.

„ველოდებით პროკურატურიდან შეტყობინებას. ქალბატონი შორენა მზად არის ნებისმიერ საკითხზე გასცეს პასუხი, ვინაიდან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ თემაზე გარკვეული მანიპულაციები. ვინაიდან, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ყველა გარემოებაზე, ყველა საკითხზე, რაც საინტერესო იქნება პროკურატურისთვის, მზად ვართ ამომწურავი პასუხი გავცეთ”, - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა.