პამელა ანდერსონზე სერიალს იღებენ და მსახიობი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მას
ხანდახან დაუჯერებელი, დამაინტრიგებელი და უზომოდ საინტერესო ისტორიის შესაქმნელად ფანტაზია სულაც არ გჭირდება, რეალურ ცხოვრებაშიც შეგიძლია გადააწყდე მას. ასეთი ამბებით გამოირჩევა პამელა ანდერსონის ბიოგრაფიაც, რომლის ერთ-ერთ მონაკვეთზე მალე ახალ სერიალსაც ვიხილავთ.
Tom and Pammy (ტომი და პემი) — ასე ჰქვია მომავალ პროექტს, რომლის შექმნაზეც სტრიმინგ სერვისი Hulu მუშაობს. სერიალი ამერიკელი მუსიკოსი ტომი ლისა და კანადელი მსახიობი პამელა ანდერსონის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, უფრო კონკრეტულად კი იმაზე, თუ როგორ იქორწინა წყვილმა 1995 წელს გაცნობიდან 96 საათში და როგორ გავრცელდა თაფლობის თვიდან ინტერნეტში მათი სექსის მოპარული ვიდეოჩანაწერი.
სერიალში მთავარ როლებს სებასტიან სტენი (ტომი) და ლილი ჯეიმსი (პამელა) ასრულებენ. სულ ცოტა ხნის წინ ამ ამბიციურ როლებში მათი პირველი კადრიც გავრცელდა და მაყურებლის მოლოდინიც ერთი-ორად გაიზარდა.
Baby Driver-ის, Mamma Mia! Here We Go Again-ისა და Cinderella-ს ვარსკვლავ ლილი ჯეიმსს ვერც კი იცნობთ ახალ როლში, ისე იდეალურად ჰგავს პამელა ანდერსონს.
ფოტო: ERICA PARISE
იგივე შეგვიძლია ვთქვათ სებასტიან სტენზეც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა მარველის სერიალში The Falcon and the Winter Soldier და მალე როკვარსკვლავის როლშიც ვიხილავთ.
მომავალ სერიალში ასევე ითამაშებს სეთ როგენიც, რომელიც იმ კაცს განასახიერებს, ვინც პამელას და ტომის პირადი ჩანაწერი მოიპარა და ინტერნეტში გაავრცელა.
ფოტო: Twitter
სერიალს ტომი და პემი გახმაურებული ფილმის I, Tonya რეჟისორი კრეიგ გილესპი იღებს, რომელიც ასევე რეჟისორია დისნეის ახალი მაღალი მოლოდინების მქონე ფილმისა კრუელა.
ჯერჯერობით პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, ვის ცხოვრებას ეფუძნება სცენარი და ვინ იღებს მასში მონაწილეობას, წინ ნამდვილად საინტერესო სანახაობა გველის.
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
კომენტარები