დრაკულას ციხესიმაგრის დამთვალიერებლებს ადგილზე ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ. ტრანსილვანიის ტერიტორიაზე ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა და ნებისმიერს შეუძლია Pfizer-ის ვაქცინა მიიღოს

ეს მთავრობის პოლიტიკის ნაწილია, რათა ვაქცინაციისაკენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უბიძგონ.

მაისის ყოველ შაბათ-კვირას ნებისმიერ მსურველს შეუძლია, წინასწარი ჩაწერის გარეშე მივიდეს ციხესიმაგრეში და აიცრას. ამასთან, უფასოდ დაესწროს ციხესიმაგრის გამოფენას და შუასაუკუნოვანი წამების იარაღები დაათვალიეროს.

პანდემიის დაწყების დღიდან რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 29 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რუმინეთის მთავრობას სურს, რომ სექტემბრისთვის 10 მილიონი ადამიანის ვაქცინირება სურს, თუმცა მოსახლეობის თითქმის ნახევარი აცრაზე უარს ამბობს. Globesec მონაცემებით, ევროპაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინიციატივის ავტორები, ასევე, იმედოვნებენ, რომ ახალი წამოწყება გრაფი დრაკულას სამყოფელში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, რომელიც პანდემიის დროს დაეცა.