ატენის ხეობაში ძლიერი წვიმის გამო გზა ჩაიხერგა. გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ცენტრალური გზის სამ-ოთხ მონაკვეთზე წვიმამ ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რის გამოც გზა გადაიკეტა.

მერის თქმითვე, ტექნიკა უკვე გამოძახებულია და გზა გაიწმინდება.

"მოქალაქეებში არავითარი ზარალი არაა. ეზოში არავი არ შევარდნია, საქონელი არავის დახრჩობია", — განმარტა თავზარაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ მაშველები ადგილზე იმყოფებიან და მოსახლეობას დახმარებას უწევენ.